არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ხუან სებასტიან ვერონმა საფეხბურთო კარიერა 41 წლის ასაკში განაახლა. როგორც "ესტუდიანტესის" ტვიტერის გვერდი იუწყება, ფეხბურთელმა ბავშვობის კლუბთან 18-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა. ვერონი გამომუშავებულ ხელფასს კლუბის განვითარებას მოახმარს.
ხუანმა 20-წლიანი საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაამთავრა და კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე ასპარეზობის გაგრძელება გადაწყვიტა. ვერონი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და პირობა დადო, თუ გულშემატკივრები კოპა ლიბერტადორესის მატჩებისთვის საშინაო არენის სექტორების 65%-ს შეიძენდნენ, იგი კარიერას განაახლებდა.
ვერონის დაბრუნება შესაძლოა 8 იანვარს, ფლორიდის თასზე "ლევერკუზენთან" გასამართ მატჩში მოხდეს.