გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის „ანდორამ“ ესპანეთის ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ანდორელებმა სახელიანი „უნიკხა“ დაძაბულ ბრძოლაში - 92:87 დაამარცხეს, რაშიც ქართველი ლეგიონერების წილი სოლიდურია. გარდა იმისა, რომ შერმადინი და ბურჯანაძე მთლიანობაში შედეგიანები იყვნენ, ბოლო წუთებზე მათ გამარჯვებისთვის აუცილებელი ბურთები ჩააგდეს.
სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შერმადინი გამოჩნდა და ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი კალათბურთელი გახდა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 27:03 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მან 12-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
სარგებლიანობის კოეფიციენტის (23) მიხედვით, ქართველი ცენტრი მხოლოდ ავსტრიელ ტომას შრეინერს (26) ჩამორჩა, რომელმაც 5 სამქულიანი და 4 საჯარიმო მიითვალა და 19 ქულა მოაგროვა.
მოედანზე 18:39 წუთი გაატარა ბურჯანაძემ, რომლის მონაგარიც 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი იყო. ბექამ 2-ვე სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი ააცილა, 1 შეცდომა დაუშვა, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.
ამ მოგებით „ანდორა“ გაუთანაბრდა საკუთრივ „უნიკახას“ და თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“, რომელმაც ამ ტურში დამარცხდა. სამივე გუნდს 8 მოგება და 5 მარცხი აქვთ და ცხრილში 5-7 ადგილებს იყოფენ. მომდევნო მატჩს ანდორელები 30 დეკემბერს“, სტუმრად ტენერიფეს „იბეროსტართან“ გამართავენ.
gbf.ge