ფეხბურთი

16:23 | 26.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩინური კლუბი პეპეს ორმაგს სთავაზობს

მადრიდის “რეალის” მცველმა პეპემ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბი შეიცვალოს. პორტუგალიელ ფეხბურთელს “რეალთან” კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და როგორც ირკვევა, თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

“მარკას” ინფორმაციით, პეპეს ჩინეთის ერთ-ერთი კლუბიდან შეთავაზება აქვს. წყაროს ცნობით, კლუბი პორტუგალიელს, “რეალში” რა ხელფასიც აქვს, იმის გაორმაგებას პირდება.

თეგებიპეპერეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113681