ფეხბურთი

14:30 | 25.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკე: "სხვა გუნდში ჩემ თავს ვერ ვხედავ"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილია. ესპანელი მიიჩნევს, რომ მას რთული სამსახური აქვს, თუმცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მუშაობით ბედნიერია.

46 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და ჯერჯერობით უცნობია გახანგრძლივდება თუ არა ენრიკეს და "ბლაუგრანას" თანამშრომლობა.

"ეჭვგარეშეა, რომ საუკეთესო კლუბში, საუკეთესო გუნდში და საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვმუშაობ. ვარ სახლში, ჩემ ოჯახთან ერთად, ვიგებ ტიტულებს და ბოლომდე ვარ ჩართული. "ბარსელონას" მწვრთნელობა რთული საქმეა და ამავდროულად ჩემი სამუშაო რისკებს შეიცავს. მიუხედავად ამისა, სხვა გუნდში ჩემ თავს ვერ ვხედავ. დრო მაქვს და კლუბი გვერდში მიდგას." - განაცხადა ესპანელმა.

"ბარსელონა" ლა ლიგაში მადრიდის "რეალს" სამი ქულით ჩამორჩება, თუმცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტურნირის გამო "სამეფო კლუბს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108576