დონეცკის “შახტარს” ვეტერანი ხორვატი ფორვარდი ედუარდო და სილვა ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული გუნდის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა. 33 წლის ედუარდო “შახტარს” იანვრიდან დაემშვიდობება.
ედუარდო, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, თუმცა ხორვატიის მოქალაქეობა აქვს, ცნობილი ზაგრების “დინამოში” შედეგიანი თამაშით გახდა. მერე იყო ლონდონის “არსენალი”, თუმცა ინგლისში უმძიმესი ტრავმა მიიღო და გაცემული ავანსები ვეღარ გაამართლა.
რაც შეეხება “შახტარს”, 2010 წლიდან მოყოლებული ედუარდომ დონბასური გუნდის რიგებში 173 თამაშში 57 გოლი გაიტანა და 11 ტიტული მოიგო. თუმცა, ხსენებული პერიოდის შეუალედში იგი ბრაზილიურ “ფლამენგოშიც” გამოდიოდა.