იტალიურ “მილანს” იტალიის სუპერთასის მოგება ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიულოცა. აპენინური მედიის ინფორმაციით, ვეტერანმა შვედმა ადრიანო გალიანის შეტყობინება მიწერა: Grandeee. Complimenti! Forza Milan!
აღნიშნული ინფორმაცია ტვიტერის გვერდზე “როსონერიმაც” გაავრცელა.
იბრაჰიმოვიჩი “მილანში” 2010-2012 წლებში თამაშობდა, სადაც სკუდეტო და იტალიის სუპერთასი მოიგო. აღსანიშნავია, რომ შვედს მანამდე “იუვენტუსშიც” უთამაშია.
როგორც იტალიელი ჟურნალისტები ამბობენ, გალიანის “მილანის” გამარჯვება “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმაც მიულოცა.