ფეხბურთი

17:10 | 24.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

აკვილანი “სასუოლოში” გადადის

ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი ალბერტო აკვილანი კარიერას “სასუოლოში” გააგრძელებს. Sky sports-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელმა “პესკარასთან” მოქმედი ხელშეკრულება გაწყვიტა და რეჯიოემილიელებს სეზონის ბოლომდე შეუერთდება.

ალბერტო აკვილანი “პესკარაში” მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაირიცხა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა. აკვილანის სხვადასხვა დროს “ფიორენტინას”, “სპორტინგის”, “ტრიესტინას”, “იუვენტუსისა” და “მილანის” ღირსებაც დაუცავს. კარიერის საუკეთესო პერიოდი კი, მშობლიურ “რომაში” აქვს გატარებული.

0.116975