მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ბრიტანელმა ენდი მარიმ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე 2017 წლის სათამაშო ტურნირების გრაფიკი გამოაქვეყნა.
მარი სეზონს 2 იანვარს დოჰის ტურნირით იწყებს. ენდის, რა თქმა უნდა, დიდი სლემისა და მასტერსის ყველა ტურნირზე აქვს დადეგმილი თამაში, პლუს ATP ტურის რამდენიმე სხვა სოლიდურ შეჯიბრებაზე.