ფეხბურთი

15:11 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ჩელსიმ” ოსკარის ჩინური ტრანსფერი დაადასტურა

ლონდონის “ჩელსიმ” ბრაზილიელი შემტევის ოსკარის ტრანსფერის თაობაზე ჩინურ “შანხაისთან” შეთანხმება ოფიციალურად გამოაცხადა. ინგლისური კლუბის ვებგვერდზე გამოქვენყებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა და 25 წლის ფეხბურთელი ჩინეთში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, იანვარში გადაბარგდება.

გარიგების ფინანსურ დეტალებზე კლუბი არაფერს ამბობს, თუმცა ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, როგორც “არისტოკრატები”, ასევე თავად ფეხბურთელი სოლიდურად იხეირებენ - 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი “ჩელსის”, 400 ათასი ყოველკვირეულად ოსკარს.

ოსკარი “ჩელსიში” 2012 წელს “ინტერნასიონალიდან” 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან ლონდონელთა მაისური 9 მატჩში მოირგო და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.923202