კალათბურთი

10:53 | 23.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას საუკეთესო მატჩი: 15 ქულა და 14 მოხსნა (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ბრუკლინი” 117:101 (VIDEO) დაამარცხა.

ზაზა ფაჩულიამ “გოლდენ სტეიტის” მაისურით თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა სეზონის მეორე ორმაგი დუბლი შეასრულა: პარკეტზე 26 წუთი დაჰყო და ამ დროში გუნდს 15 ქულა, 14 მოხნა (7 - მეტოქის ფარზე), 4 პასი და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა. ისიც უნდა ითქვას, რომ ზაზამ ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, რომ არა ზაზას ასეთი კარგი თამაში, ოკლენდელები ვერ მოიგებდნენ, გუნდს დრეიმონდ გრინი აკლდა და ეს დანაკლისი ფაჩულიამ კარგად შეავსო. შეხვედრაში გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “მეომრებმა” 39:19 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი, 28 ქულა “ბრუკლინის” ცენტრის, ბრუკ ლოპესის ანგარიშზეა. დურანტმა 26 ქულა დააგროვა.

ოკლენდელები 26 მოგებით და 4 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩში “ოქროსშტატელები” გასვლაზე “დეტროიტს” დაუპირისპირდებიან, მატჩი 24 დეკემბერს თბილისის დროით 04:30-ზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131799