"ემპოლისა" და "ატალანტას" მატჩის წინა გასახურებელ ვარჯიშზე ლევან მჭედლიძემ თანაგუნდელის ნასროლი წყლის ბოთლი ტექნიკურად ფეხით ისე დაამუშავა, თითქოს ბურთი ყოფილიყო... ამ ფაქტის შესახებ SKY SPORT-ის ტელემიმომხილველებმა ცალკე ისაუბრეს და ქართველ ფეხბურთელს არაერთი კომპლიმენტი უძღვნეს. მათ შორის იყო, იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო კოსტაკურტაც...