2016 წლის ყველაზე საყვარელ მოთამაშედ გულშემატკივრებმა პოლონელი აგნეშკა რადვანსკა დაასახელეს. აგამ აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. ხმის მიცემა WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობდა.
წლის საუკეთესო საჩოგბურთო “სელფად” ანგელიკა კერბერის მიერ გადაღებული ფოტო, აღმოჩნდა, სადაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე მყოფი რვა საუკეთესო ჩოგბურთელია გამოსახული.
წლის საუკეთესო საჩოგბურთო კაბის ავტორი სერენა უილიამსი გახდა.