იტალიური “მილანის” პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის საინტერესო მოსაზრება აქვს ტურინის “იუვენტუსის” ჰეგემონიის დასამხობად. როგორც დონ სილვიომ იტალიელ ჟურნალისტებს განუცხადა, მსაჯების შეცვლაც საკმარისი იქნება.
“როგორც შევაჩეროთ “იუვენტუსი”? – ამისთვის საკმარისი იქნება იტალიაში ყველა მსაჯის და მსაჯთა კორპუსის შეცვლა”, - უპასუხა ირონიულად ბერლუსკონიმ.
იტალიაში “იუვე” – “მილანის” დაპირისპირება მთავარი სასაუბრო თემაა: 23 დეკემბერს, დოჰაში ეს გუნდები იტალიის სუპერთასზე შეხვედებიან ერთმანეთს.