ფეხბურთი

14:34 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"შაპეკოენსეს" ავიაკატასტროფაში პილოტი დაადანაშაულეს

ბრაზილიური "შაპეკოენსეს" ავიაკატასტროფაში დამნაშავეები გამოავლინეს: ბოლივიური ავიაკომპანია "ლამია" და პილოტი მიგელ კიროგა.

გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ პილოტს საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. მას დაგეგმილი მარშრუტისთვის გადაუხვევია, რის გამოც თვითმფრინავს საწვავი აღარ ეყო და კოლუმბიის ქალაქ მედელინის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა.

გამოძიების დროს დააკავეს ავიაკომპანია "ლამიას" ხელმძღვანელი, რადგან მან ნებართვა მისცა მიგელ კიროგას, მსგავს ავიარეისებს გაძღოლოდა.

შეგახსენებთ, ავიაკატასტროფის შედეგად 71 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის "შაპეკოენსეს" 19 ფეხბურთელი.

თეგებიშაპეკოენსე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11425