კალათბურთი

12:50 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონმა მოზეს მელოუნს გადაასწრო, ტეხასურ დერბში “სან ანტონიომ” იმარჯვა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 11 შეხვედრა გაიმართა.საინტერესო თამაში შედგა მილოუკში, სადაც “ბაქსი” “კლივლენდს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წამით ადრე კაირი ირვინგმა მოსაგებად შორეული სამქულიანი ისროლა, მაგრამ ბურთი კალათში არ ჩავარდა და 100:100 დასრულა, შეხვედრაში დამატებითი 5-წუთეული დაინიშნა. ოვერტაიმში ლებრონ ჯეიმსმა მნიშვნელოვანი სამქულიანი ჩააგდო, “მეფე” ასევე კარგად გამოიყურებოდა დაცვაში, შედეგად “კავალერიამ” 114:108 იმარჯვა. ლებრონმა გუნდს 34 ქულა, 12 მოხსნა და 7 პასი შესძინა. ლებრონმა ნბა-ს რეგულარულ სეზონში ჩაგდებული ქულებით ლეგენდარულ მოზეს მოელოუნს გადაასწრო და მერვე ადგილზე გადაინაცვლა. ჯეიმსს 27 442 ქულა აქვს ჩაგდებული, ხოლო მელოუნს 27 409. “მილოუკში” კი ახალგაზრდა ცენტრი ჯაბარი პარკერი 30 ქულით და 9 მოხსნით გამოირჩა. “კლივლენდი” 20 მოგებით და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.

“საკრამენტომ” შინ “პორტლენდს” 126:121 აჯობა. საკრამენტოელთა გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო დემარკუს კაზინსმა, რომელმაც გუნდს 55 ქულა, 13 მოხსნა, 3 ბლოკ-შოტი, 1 ჩაჭრა და 1 პასი შესძინა. დემარკუსმა 8-დან 5 სამქულიანი, 20-დან 12 ორქულიანი და 17-დან 16 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

ტეხასური დერბი გაიმართა ჰიუსტონში, სადაც “როკეტსი” “სან ანტონიოს” დაუპირისპირდა, მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე “ჰიუსტონი 100:99 იგებდა, მაგრამ “სან ანტონიოს” მსროლელმა მილსმა სამქულიანი ჩააგდო და “სპურსს” 102:100 მოაგებინა. “ჰიუსტონში” 31 ქულით, 10 მოხსნით და 7 პასით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. “სან ანტონიომ” ტრადიციულად გუნდური კალათბურთი ითამაშა და ექვს კალათბურთელს 10 და მეტი ქულა ჰქონდათ ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 21 ქულა კავაი ლეონარდს. “სან ანტონიო” 23 მოგებით და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ “გოლდენ სტეიტს” ჩამორჩება.

“შარლოტ ჰორნეტსი” – “ლეიკერსი” 117:113 (35:41, 2434, 35:23, 23:17)

https://www.youtube.com/watch?v=l5TMHIVZ3Aw

“ფილადელფია” – “ნიუ ორლეანი” 93:108 (23:15, 21:42, 25:27, 24:24)

https://www.youtube.com/watch?v=OuU9--9Irgg

“მაიამი” – “ორლანდო” 130:136 (28:27, 36:30, 25:28, 20:24 ო.ტ. 21:27)

https://www.youtube.com/watch?v=vbso_n0KZeI

“ნიუ იორკი” – “ინდიანა” 118:111 (20:24, 34:35, 30:28, 34:24)

https://www.youtube.com/watch?v=XlRCI5x_CB4

“ტორონტო” – “ბრუკლინი” 116:104 (29:23, 35:23, 27:26, 25:32)

https://www.youtube.com/watch?v=zcsVu44jwOo

“ჰიუსტონი” – “სან ანტონიო” 100:102 (24:26, 21:26, 33:19, 22:31)

https://www.youtube.com/watch?v=rbo5CnbG7f8

“მემფისი” – “ბოსტონი” 109:112 (22:15, 23:16, 26:31, 26:35 ო.ტ. 12:15)

https://www.youtube.com/watch?v=a9HfrECiBZQ

“მილოუკი”- კლივლენდი” 108:114 (27:35, 26:22, 25:27, 22:16, ო.ტ. 8:14)

https://www.youtube.com/watch?v=B4h7xwiwkk4

“გოლდენ სტეიტი” – “იუტა” 104:74 (19:15, 36:18, 27:21, 22:20)

https://www.youtube.com/watch?v=5T16EOxq54Y

“კლიპერსი” – “დენვერი” 119:102 (36:26, 32:27, 27:19, 24:30)

“საკრამენტო” – “პორტლენდი” 126:121 (27:35, 33:37, 33:27, 33:22)

https://www.youtube.com/watch?v=HmVGIeBvUew


0.116959