ფეხბურთი

0:10 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის და კოლუმბიის ნაკრებები “შაპეკოენსესთვის” ითამაშებენ

ბრაზილიის და კოლუმბიის ნაკრებები 25 იანვარს ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე დადასტურდა.

აღნიშნული შეხვედრა რიო დე ჟანეიროში “ესტადიო ნილტონ სანტოსზე” გაიმართება და ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად “შაპეკოენსეს” ანგარიშზე ჩაირიცხება. ამგვარი ქმედება პირველი არაა და ძალიან ბევრი საფეხბურთო კლუბი თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, განსხვავებული ფორმებით დაეხმარა ბრაზილიურ კლუბს.

როგორც იცით, გასულ თვეში “შაპეკოენსეს” თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და 77 ადამიანიდან 71 დაიღუპა. გადარჩა მხოლოდ სამი ფეხბურთელი: ფოლმანი, ნეტო და ალან რუშელი. მათ გარდა, უშუალოდ ავიაკატასტროფას კიდევ ერთი მოთამაშე, მეკარე დანილი პუდილიო გადაურჩა, თუმცა ის მოგვიანებით საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა.

თეგებიშაპეკოენსე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125081