ჩოგბურთი

13:25 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოია ნადალს გაწვრთნის

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი კარლოს მოია 14-გზის დიდი სლემის ჩემპიონს რაფაელ ნადალს გაწვრთნის, აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს. წყაროს ცნობით, რაფას სამწვრთნელო შტაბში ტონი ნადალი ისევ დარჩება.

მოია აქამდე მილოშ რაონიჩს წვრთნიდა, რომელთანაც კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ გაწყვიტა. კარლოსი ასევე მალიორკაში, რაფას საჩოგბურთო აკადემიაშიც იმუშავებს.

0.11853