გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.“სან ანტონიო სპურსმა” შინ “ნიუ ორლეანი” 113:100 დაამარცხა. ტეხასელებმა პირველი სამი პერიოდის მოგების შემდეგ მეოთხე პერიოდს ინტერესი დაუკარგეს. გრეგ პოპოგიჩის შეგირდებმა ტრადიციულად გუნდური კალათბურთი ითამაშეს, ექვს კალათბურთელს 11 და მეტი ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის ყველაზე მეტი 22 ლამარკუს ოლდრიჯს, რომელმაც “ნიუ ორლეანის” ლიდერი ენტონი პარკეტიდან მხოლოდ 12 ქულით გაუშვა. “სან ანტონიო” 22 მოგებით და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს.
“ვაშინგტონმა” საკუთარ დარბაზში “კლიპერსს” 117:110 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდში აღმოჩნდა, რომელიც დედაქალაქელებმა 32:23 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 41 ქულა ბრედლი ბილმა ჩააგდო. “კლიპერსში” გრიფინი 26 ქულით გამოირჩა.
“ვაშინგტონი” – “კლიპერსი” 117:110 (28:27, 24:28, 33:32, 32:23)
https://www.youtube.com/watch?v=ZFPQc02T2ig
“დალასი” – “საკრამენტო” 99:79 (28:21, 27:23, 21:14, 23:21)
https://www.youtube.com/watch?v=1GrNYOTj8h0
“მემფისი” – “იუტა” 73:82 (18:18, 17:16, 23:27, 15:21)
https://www.youtube.com/watch?v=CTjChitiJSg
“მაიამი” –“ბოსტონი” 95:105 (19:37, 22:21, 30:19, 24:28)
https://www.youtube.com/watch?v=_ALTXWYTBFI
“ორლანდო” – “ტორონტო” 79:109 (30:23, 21:32, 13:29, 15:25)
https://www.youtube.com/watch?v=TpPNuw6z7DQ
“ფილადელფია” – “ბრუკლინი” 108:107 (30:32, 24:25, 29:29, 25:21)
https://www.youtube.com/watch?v=fiWYJQ_hwgs
“სან ანტონიო” – “ნიუ ორლეანი” 113:100 (30:26, 31:23, 31:22, 21:29)
https://www.youtube.com/watch?v=YvwlD1T_f4g