გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შვიდი შეხვედრა გაიმართა.
“კლივლენდმა” შინ “ლეკერსს” 119:108 აჯობა. პირველი პერიოდის წაგების შემდეგ კავალერიამ დანარჩენ სამ მეოთხედში იმარჯვა. “ლეიკერსში” 32 ქულით ნიკ იანგი გამოირჩა, “კლივლენდის” რიგებში ყველაზე მეტი 27 ქულა კევინ ლავის ანგარიშზეა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 მოხსნა. ლებრონს 26 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა ჰქონდა. “კლივლენდი” 19 მოგებით და ექვსი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
“ოკლაჰომამ” შინ “ფინიქსი” 114:101 დაამარცხა. ოკლაჰომელთა ლიდერმა კარიერაში 50-ე სამმაგი დუბლი გააკეთა (26 ქულა, 22 პასი და 11 მოხსნა). ოკლაჰომამა პირველი სამი პერიოდი მარტივად იმარჯვა, ხოლო “ფინიქსმა” ბოლო პერიოდში სხვაობის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.
საინტერესო შეხვედრა გაიმართა მინესოტაში, სადაც აგდილობრივი “ტიმბერვულვზი” “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე “მინესოტა” 7 ქულას იგებდა, მაგრამ ჰიუსტონმა სამი სამქულიანი ჩააგდო, და ბოლო გადამწყვეტი სამიანი არიზას ეკუთვნის, რომელმაც შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. სადაც ტეხასელებმა უკეთ ითამაშეს და საბოლოოდ 111:109 იმარჯვეს. მინესოტას ცენტრმა კარლ ენტონი თაუნსმა ორმაგი დუბლი შეასრულა 41 ქულა, 15 მოხსნა და 5 პასი. ჰიუსტონში 28-28 ქულით ჰარდენი და ანდერსონი გამოირჩნენ “ბაბუაწვერას” 13 პასიც ჰქონდა.
“ოკლაჰომა” – “ფინიქსი” 114:101 (30:20, 24:19, 35:30, 25:32)
https://www.youtube.com/watch?v=qXQ9P4Dg-5o
“დეტროიტი” – “ინდიანა” 90:105 (26:27, 18:28, 25:28, 21:22)
https://www.youtube.com/watch?v=XYym25PmfkE
“ატლანტა” – “შარლოტი” 99:107 (22:22, 20:31, 32:27, 25:27)
https://www.youtube.com/watch?v=L7rfFmrhutM
“კლივლენდი” – “ლეიკერსი” 119:108 (26:31, 36:28, 27:24, 30:25)
https://www.youtube.com/watch?v=LvvivdGwSco
“მინესოტა” – “ჰიუსტონი” 109:111 (24:28, 33:16, 23:23, 15:28 o.t. 14:16)
https://www.youtube.com/watch?v=HzcHLjmt1EE
“დენვერი” – “ნიუ იორკი” 127:114 (33:22, 29:32, 34:26, 31:34)
https://www.youtube.com/watch?v=sAGfEv5NvYI
“გოლდენ სტეიტი” – “პორტლენდი” 135:90 (39:21, 31:24, 38:27, 27:18)