ფეხბურთი

15:34 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” ვან დეიკის შეძენას გეგმავს

ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ჰოლანდიის ნაკრებისა და “საუთჰემპტონის” ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დეიკის შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გეგმავს. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა პეპ გვარდიოლას დაცვის ხაზის გაძლიერება გადააწყვეტინა: “სიტიმ” ხომ ბოლო ორ ტურში 7 გოლი გაუშვა. ვან დეიკი, თავის მხრივ, ძალიან კარგ სეზონს ატარებს “წმინდანების” რიგებში.

როგორც ცნობილი გახდა, “ქალაქელები” ჰოლანდიელ ფეხბურთელში 25 მილიონი გირვანქასტერლინგის გაღებას გეგმავენ, თუმცა “საუთჰემპტონი” 40 მილიონს ითხოვს. ისიც აღსანიშნავია, რომ თუ ვან დეიკი გუნდს შეიცვლის, მისი ყოფილი კლები “სელტიკი” ტრანფერიდან 10%-ს მიიღებს.

ვთქვათ ისიც, რომ “საუთჰემპტონის” მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა ვირჯილის ზამთარში გასხვისება გამორიცხა. ვან დეიკმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 23 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

0.117301