საქართველოს სამგზის ჩემპიონი და დავით ყიფიანის თასის მოქმედი მფლობელი ქუთაისის “ტორპედო” შემადგენლობას აძლიერებს. ამიერიდან ქუთათურთა ღირსებას 25 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე დაიცავს. ამის შესახებ საბანაძის ყოფილი გუნდის, “მერანის” ვებგვერდი გვამცნობს.
ნიკა საბანაძისთვის “ტორპედო” ნაცნობი ადგილია – სწორედ აქედან გაიცნო იგი საფეხბურთო საზოგადოებამ. ქუთაისში ქართველი ფორვარდი 2010-2014 და 2015 წლებში თამაშობდა. მის კარიერაში ასევე იყო “ზესტაფონი”, თბილისის “დინამო”, “საბურთალო” და კვიპროსული “ეთნიკოსი”. რაც შეეხება “მერანს”, მარტვილში მან ბოლო წელიწადნახევარი ითამაშა და 38 თამაშში 15 გოლის გატანა შესძლო.
Worldsport.ge ცოტა ხნის წინაც წერდა, რომ საბანაძე “მერანს” ტოვებდა. მაშინ ორი ვარიანტი იყო, “ლოკომოტივი” და “ტორპედო”. როგორც აღმოჩნდა, იმერლებმა უფრო მეტად მოიწადინეს საბანაძესთან თანამშრომლობა.