ფეხბურთი

11:30 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"სერო შაპეკოენსე" - კოლუმბიაში მთას სახელი შეუცვალეს

მთას, სადაც ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ “შაპეკოენსეს” თვითმფრინავი ჩამოვარდა, სახელი შეეცვალა. კოლუმბიის ქალაქ ლა უნიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ “ელ სერო გორდოს” ამიერიდან “სერო შაპეკოენსე” ეწოდოს.

შეგახსენებთ, “შაპეკოენსემ” ავიაკატასტროფა 28 ნოემბერს განიცადა და ბორტზე მყოფი 81 ადამიანიდან 76 დაიღუპა.

0.127017