“მანჩესტერ სიტის” და პეპ გვარდიოლას პრობლემა დაემატათ. პრემიერლიგის მატჩში, რომელშიც “სიტიმ” “უოტფორდს” უმასპინძლა, “ქალაქელთა” გერმანელი ფეხბურთელი ილქაი გუნდოგანი დაშავდა. 26 წლის ნახევარმცველმა 44-ე წუთზე მარჯვენა მუხლი დაიზიანა.
გუნდოგანს სამედიცინო გამოკვლევა ჯერ არ ჩატარებია, მაგრამ გვარდიოლას განცხადებით, დიდი ალბათობით, მას დიდხანს მოუწევს მკურნალობა.
ილქაი გუნდოგანი “სიტიში” 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და 16 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოასწრო.