ბრედლი ლოუერი მხოლოდ 5 წლისაა, მაგრამ უმძიმესი დაავადების გამო სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი... იგი “სანდერლენდის” გულშემატკივარია და გუშინ ოცნება აუსრულდა – “სანდერლენდისა” და “ჩელსის” მატჩის დაწყებამდე სტადიონზე საყვარელი გუნდის ფეხბურთელებთან და ასევე “არისტოკრატების” მოთამაშეებთან ერთად ბურთი გააგორა...