ლონდონის “ჩელსის” ფორვარდი დიეგო კოშტა გასახდელში ლუდს შეექცევა. აღნიშნულის ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა თანაგუნდელმა დავიდ ლუიზმა განათავსა, რომელიც გადაღებული “ვესტ ბრომვიჩთან” მატჩის დასრულების შემდეგაა.
ინგლისელი ჟურნალისტები მომხდარზე “არისტოკრატთა” დამრიგებლის, ანტონიო კონტეს რეაქციით დაინტერესედნენ, თუმცა იტალიელმა შეიძლება ითქვას, ისინი გაკვირვებულიც კი დატოვა:
“თამაშის შემდეგ ლუდს დალევ თუ კოკა-კოლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს და პრობლემა არაა. პირიქით, შესაძლოა, სასარგებლოც იყოს. თუმცა, ცხადია, ეს ზედმეტი დოზით არ უნდა მოხდეს”, - აღნიშნა კონტემ.
აღსანიშნავია, რომ “ვესტ ბრომვიჩთან” შეხვედრა “ჩელსიმ” 1:0 მოიგო და გამარჯვების გოლი სწორედ კოშტამ გაიტანა. საერთოდ, ნატურალიზებული ესპანელი მიმდინარე სეზონში კარგად ასპარეზობს და პრემიერლიგაში ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.