ფეხბურთი

16:40 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია ტურის სიმბოლურში

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ქართველი გიორგი ქვილითაია. ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან გიორგიმ დუბლი შეასრულა გასულ უქმეებზე და ვენის “რაპიდს” “რიდთან” 3:1 მოაგებინა (VIDEO).

ქართველ ფორვარდს გარჯა გამოცემა sportnet.at-მა დაუფასა. ეს, ქვილითაიასთვის პირველი სიმბოლურია მას შემდგომ, რაც ავსტრიაში ასპარეზობს.

გიორგი ქვილითაიას “რაპიდის” შემადგენლობაში 5 გოლი აქვს გატანილი: 3 ბუნდესლიგაში, ერთი ავსტრიის თასზე, ერთიც ევროპა ლიგაზე.

0.122797