34 წლის მარკ ლოპესი ჟურნალისტებმა 2016 წლის საუკეთესო ჩოგბურთელად დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. მარკმა გამოკითხულ ჟურნალისტთა ხმების უმრავლესობა მიიღო.
მარკ ლოპესმა 2016 წელს წყვილთა თანრიგში “როლან გაროსი” და რიოს ოლიმპიადა მოიგო. საფრანგეთში მარკის მეწყვილე ფელისიანო ლოპესი გახლდათ, ხოლო რიოში რაფაელ ნადალი.