ფეხბურთი

10:04 | 14.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოყვარული ფეხბურთელები დღეს საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ

დღეს, სტადიონ „ბენდელაზე“, მოყვარული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ. ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს სეუ და „წისქვილი“დაუპირისპირდებიან,16:30 დაიწყება და ტრანსლირება Youtube -სა და Facebook -ის მეშვეობით განხორციელდება livestream რეჟიმში. რეპორტაჟს პირდაპირ ეთერში გაუძღვება silk tv -ის კომენტატორი გიორგი კალატოზი.

ფინალური შეხვედრის მთავარი მსაჯი პაპუნა მაჭარაძე იქნება, რომელსაც არჩილ კოკაია, ირაკლი უკლება, ბორის გლუშჩუკი, დავით ფიფია და ხათუნა მაისურაძე დაეხმარებიან.

თამაშზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ჩემპიონატი მოყვარულ ფეხბურთელთა შორის 2016 წლის 11 სექტემბერს დაიწყო და ოლიმპიური სისტემით, სამ ეტაპად ჩატარდა: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა მიიღო მონაწილეობა. სულ 5 500 მოყვარულმა ფეხბურთელმა.

0.115614