იტალიური “ემპოლის” გენერალურმა დირექტორმა მარჩელო კარლიმ pianetaempoli-სთან ინტერვიუში ლევან მჭედლიძის შესახებ ცალკე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქართველ ფორვარდს უიღბლობა თან სდევს, თუმცა ფიქრობს, რომ ამჟამად მას კიდევ ერთი შანსი მიეცა თავის გამოსაჩენად.
“ლევანის მიმართ კეთილგანწყობილი ვარ, რადგან მჯერა, რომ ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც ყოველთვის უიღბლობა დაჰყვება თან. იგი ძალიან გაიზარდა ბოლო ხანებში როგორც პერსონა – მასთან ყოველთვის ახლოს ვიყავით. ადრე ფიქრობდნენ, რომ მისი ჩემპიონატი იქნებოდა, მაგრამ მოლოდინი არ მართლდებოდა. ახლა მას, კიდევ ერთი შანსი მიეცა”, - თქვა კარლიმ.
ლევან მჭედლიძეს ბოლო პერიოდში რთული პერიოდი უდგას და “ემპოლის” რიგებში თამაში იშვიათად უწევს. გამონაკლისი გასულ უიქ-ენდზე მოხდა, როდესაც ლევანმა “ბოლონიასთან” 90 წუთი გაატარა მოედანზე.