ფეხბურთი

17:46 | 13.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” ობლაკი ხანგრძლივი დროით გამოაკლდა

მადრიდის “ატლეტიკოსთვის” “ვილიარეალთან” გამართული ლა ლიგის მე-15 ტურის მატჩი უიღბლო გამოდგა - გარდა იმისა, რომ დიეგო სიმეონეს გუნდი დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა, ძირითადი მეკარე იან ობლაკიც დაუშავდა, რომელსაც ოპერაციის გაკეთება მოუწევს.

23 წლის სლოვენიელმა კიპერმა პირველი ტაიმის მიწურულს მხრის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სამედიცინო გამოკვლევამ ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა ცხადყო, რის შემდეგაც აღდგენით პროცესს 3-4 თვე დასჭირდება.

ობლაკმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” ღირსება ესპანეთის ჩემპიონატის 15 შეხვედრაში დაიცვა და 13 გოლი გაუშვა, ამავდროულად, შვიდ შეხვედრაში მოახერხა კარის “მშრალად” შენახვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125103