BBC-მ „ლესტერის“ ალჟირელი შემტევი ნახევარმცველი რიად მაჰრეზი აფრიკის 2016 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
25 წლის ფეხბურთელისთვის, რომელიც „ლესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, ეს წელს მიღებული ერთადერთი ჯილდო როდია. ის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, ხოლო France Football-ის გამოკითხვაში მეშვიდე ადგილზე გავიდა. მაჰრეზს რონალდუმ, მესიმ, გრიზმანმა, სუარესმა, ნეიმარმა და ბეილმა გაასწრეს, ანუ ალჟირელი იყო საუკეთესო ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების შემდეგ.
აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს რიადს პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ანდრე აიუ, სადიო მანე და იაია ტურე ეცილებოდნენ.
პრემიერლიგის გასულ სეზონში მაჰრეზმა 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.