ფეხბურთი

20:30 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია: “ასე უნდა გავაგრძელო”

ვენის “რაპიდის” შემადგენლობაში გიორგი ქვილითაიამ დუბლი პირველად მიითვალა. ქართველმა შემტევმა “რიდის” კარი ორჯერ დალაშქრა. ქვილითაიამ აღნიშნული თამაში შეაფასა და შესრულებული დუბლის გამო კმაყოფილებაც გამოთქვა.

“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩვენთვის, რადგან ბოლო თამაშები ვერ მოვიგეთ. კარგია, რომ საკუთარ მოედანზე მოვიგეთ რადგან მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენთვის, ფანებისთვის და ბედნიერები ვართ ამ გამარჯვებით.

დიახ, ერთ მატჩში ორი გოლი პირველად გავიტანე და ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები, ასევე გავაგრძელო”, - უთხრა “რაპიდის” ვებგვერდს ქვილითაიამ.

გიორგი ქვილითაიას ანგარიშზე “რაპიდში” 5 გოლია: 3 ავსტრიის ბუნდესლიგაში, 1 ავსტრიის თასზე და ერთიც ევროპა ლიგაზე. შეგახსენებთ, იგი ვენაში ზაფხულში, “დინამო” თბილისიდან გადავიდა.

0.118872