“რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა, თავის ხელს ახალი ტატუ შემატა. “90+” სწორედ ასე გამოიყურება მისი ახალი სვირინგი, რომლის ფოტოც მან თავის ტვიტერის გვერდზე განათავსა.
ესპანელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის განვლილ ტურში “დეპორტივოს” დამატებით წუთებზე გადამწყვეტი გოლი გაუტანა და "რეალს" 3:2 მოაგებინა. “სამეფო კლუბის” კაპიტანს იგივე არაერთ მნიშვნელოვან მატჩში გაუკეთებია და მისი ახალი ტატუც ამას უკავშირდება.