ფეხბურთი

15:14 | 12.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ “შაპეკოენსე” და “ატლეტიკო მინეირო” დააჯარიმა

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. ავიაკატასტროფაში მოყოლილ “შაპეკოენსეს” ფულადი ჯარიმა დააკისრა 30 000 ევროს ოდენობით და ასევე 2 ქულა ჩამოაჭრა შიდა ჩემპიონატში.

მიზეზი, ეროვნული ჩემპიონატის მატჩის არჩატარება გახდა. ანალოგიური ჯარიმა დაეკისრა “ატლეტიკო მინეიროს”, რომელსაც ამ ტურში “შაპეკოენსესთან” უნდა ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფა 12 დღის წინ მოხდა და მას 71 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის “შაპეკოენსეს” თითქმის მთელი შემადგენლობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126284