ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის „ანდორამ“ და რაც მთავარია, ქართველ კალათბურთელთა დიდი თანამონაწილეობით. ანდორელებმა ესპანური გრანდი „ბარსელონა“ იმსხვერპლეს - 87:80.
სასტარტო ხუთეულში მყოფმა გიორგი შერმდინმა 18:29 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 6-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
უფრო შედეგიანი იყო ბექა ბურჯანაძე, რომელიც სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ მოედანზე 26 წუთი გავიდა და თავი 13 ქულას, 3 მოხსნას და 1 ჩაჭრას მოუყარა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
ანდორელთაგან 18 ქულით საუკეთესო იყო დევიდ იელინეკი, ხოლო ენდრიუ ალბისის ანგარიშზე 15 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
ქართველთა გუნდი 7 მოგებითა და 4 მარცხით „უნიკახასთან“ ერთად მე-6 ადგილს იყოფს. მომდევნო ტურში, 21 ივლისს, „ანდორა“ „სარაგოსას“ უმასპინძლებს.
gbf.ge