ფეხბურთი

10:39 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბეშიქთაშის” სტადიონთან აფეთქება მოხდა

ძლიერი აფეთქება მოხდა “ბეშიქთაშის” სტადიონთან, სადაც ორი საათის დასრულებუელი იყო საფეხბურთო მატჩში “ბეშიქთაში” – “ბურსასპორი” (2:1).

თურქული მედიის ცნობით, სტადიონთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა და 45 წამის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე თურქეთის პოლიცია იყო. გარდაცვლილია 29 ადამიანი, აქედან 27 პოლიციელია, ხოლო სულ 166 ადამიანია დაშავებული. დაშავებულთა შორის არ არიან გულშემატკივრები, რადგან, როგორც ვთქვით აფეთქება თამაშის დასრულებიდან დაახლეობით ორ საათში მოხდა.

ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

0.375025