ფეხბურთი

23:20 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბონავენტურა ახალი კონტრაქტით და “რომასთან” თამაშგარეში

“მილანის” ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარმცველ ჯაკომო ბონავენტურასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი “მილანში” 2020 წლის ზაფხულამდე დარჩება. მიმდინარე ხელშეკრულება მას 2019 წელს ეწურება.

გარდა ამისა, ბონავენტურა, რომელმაც ვარჯიში დაიწყო, თუმცა მხოლოდ ინდივიდუალურად, გადაწყდა, რომ “როსონერის” “რომასთან” მატჩში ვერ დაეხმარება. ვინჩენცო მონტელა მას მატი ფერნანდესით შეცვლის.

ჯაკომო ბონავენტურა “მილანში” 2014 წელს გადავიდა, მანამდე ბერგამოს “ატალანტაში” თამაშობდა. წელს კი იტალიურ გრანდში 14 თამაში გამართა, 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.129362