ფეხბურთი

16:51 | 10.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-მ და ვილემსმა ურთიერთობა გააგრძელეს

ჰოლანდიის ჩემპიონმა პსვ-მ ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელ იეტრო ვილემსს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის მცველი “ფილიპს არენაზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ვილემსის ძველ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდიოდა. იეტრო ვილემსი პსვ-ში 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მუდმივად ძირითადი შემადგენლოის წევრად მოიაზრებოდა.

მიმდინარე სეზონში მან ერედივიზიონში 11-ჯერ ითამაშა. ახალგაზრდა მცველს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში 22 თამაში ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137132