იტალიის სერია A-ს XVI ტური ანონსიდან ძალიან ბევრ რამეს გვპირდება – აბა როგორია, როდესაც ერთ უიქ-ენდზე ორი ისეთი მატჩია კალჩოში, როგორიც ტურინული დერბი და “რომა” – “მილანია”?!
ჯერ ამ უკანასკნელით დავიწყოთ: ბრძოლა მეორე ადგილისთვის ან უფრო მეტისთვის – ამჟამად რომაელებსაც და მილანელებსაც თანაბრი ქულები აქვთ და შესაბამისად, ორშაბათს გასამართი მატჩის ბედი არა სამქულიანი, არამედ, 6 ქულიანია. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია ბოლო პერიოდში და დიდად არც საკადრო პრობლემები აწუხებთ. ერთი ეგაა “რომას” მოჰამედ სალაჰი არ ეყოლება, “როსონერის” რიკარდო მონტოლივო. თუმცა ორივე კარგა ხანია უკვე ლაზარეთშია. სხვათა შორის, ვინჩენცო მონტელას მწვრთნელობისას არასდროს მოუგია “რომასთან” და “აეროპლანინო” უსიამოვნო ნავსის გატეხვას “ოლიმპიკოზე” ისურვებს. იმ “ოლიმპიკოზე”, სადაც ვინჩენცოს არაერთი დაუვიწყარი მატჩი გაუმართავს და წლები გაუტარებია. მოგეხსენებათ, მონტელა კარგა ხანს “რომას” მთავარი ფორვარდი გახლდათ. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ “რომას” რიგებში ითამაშებს კევინ სტროტმანი, რომელსაც ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია უნდა მოეხადა, მაგრამ აპელაციის შემდგომ, ჰოლანდიელს სასჯელი მოეხსნა.
“რომასა” და “მილანის” მატჩი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ერთპიროვნულმა ლიდერმა “იუვენტუსმა” შესაძლოა ამ ტურში ვერ მოიგოს. ყოველშემთხვევაში, იტალიელი ექსპერტები ამას ელოდებიან. “იუვეს” ტურინული დერბი აქვს “ტორინოსთან” სტუმრის რანგში. “ტორინოს” ბოლო 10 წლის განმავლობაში კინკილა გამარჯვება აქვს მოსისხლე მეტოქესთან მოპოვებული, ისიც 2015 წელს, როცა “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონი იყო და წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჰქონდა სათამაშო, შესაბამისად, იმ მატჩზე უფრო ფიქრობდა. თუმცა, ახლა, “ტორინო” გაცილებით ანგარიშგასაწევი ძალაა და წელს კარგ ფორმაშიცაა. ერთი ეგაა, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა ბოლო ტურში “სამპდორიასთან” წააგო და სატურნირო პოზიცია ოდნავ დათმო. “იუვენტუსი” ბოლო დროს ვერ ბრწყინავსო ამბობენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა, გუნდი სერია ა-საც ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშიც პირველი პოზიციით გავიდა. მოკლედ, “დერბი დელა მოლეც” ბევრ საინტერესოს გვპირდება და ვნახოთ ამჯერზე მაინც თუ მოახერხებს “ტორინო” მეტოქის დაჯაბვნას.
აღნიშნული ორი მატჩის ფონზე სხვა თამაშები უნებრივია, რომ დაიჩრდილა. მილანის “ინტერი”, რომელიც გონს ვერა და ვერ მოვიდა, შინ “ჯენოას” დაუხვდება. “ჯენოა” კი ის გუნდია, რომელმაც წელს “იუვენტუსსაც” მოუგო და “მილანსაც”. მოკლედ, “ნერაძურის” გარანტირებული არაფერი აქვს. კიდევ ერთი ამბიციური გუნდი, “ნაპოლი” სარდინიაზე ჩადის, “კალიარისთან” სათამაშოდ. კუნძულზე თამაში რომ რთულია, ბევრს გამოუცდია საკუთარ თავზე. სხვათა შორის, მიმდინარე სეზონში, ნეაპოლიტანელებს საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ბურთის ფლობის მხრივ.
“კროტონე” – “პესკარა”
კროტონე, “ენცო შიდა”
10 დეკემბერი, 21:00 საათი
“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; სამპირისი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა; როდენი, კაპეზი, ბარბერისი; ტროტა, ფალჩინელი, პალადინო
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა
“პესკარა” (4-3-2-1): ბიზარი; ზამპანო, გიომბერი, ფორნასიერი, ბირაგი; მემუშაჯი, ბრუგმანი, აქვილანი; ბენალი, პეპე; კაპრარი
მწვრთნელი: მასიმო ოდო
მსაჯი: ანტონიო დამატო
“სამპდორია” – “ლაციო”
გენუა “მარასი”
10 დეკემბერი, 23:45 საათი
“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; პერეირა, სილვესტრე, სკრინიარი, რუგანი; ბერეტო, ტორეირა, ლინეტი; ფერნანდესი; მურიელი, კვალიარელა
მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეჯი, ჰოედტი, რადუ; პაროლო, ბილია, მილინკოვიჩი; ანდერსონი, იმობილე, კეიტა
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
მსაჯი: კარმინე რუსო
“კალიარი” – “ნაპოლი”
კალიარი “სან ტელია”
11 დეკემბერი 15:30 საათი
“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; ისლა, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, პისაკანე; დესენა, ტაჩტსიდისი, პადოინი; ბარელა; ბორიელო, საუ
მწვრთნელი: მასიმო რასტელი
“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, ალბიოლი, კოულიბალი, გოულამი; ზიელინსკი, დიავარა, ჰამშიკი; კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი
მწვრთნელი: მაურიციო სარი
მსაჯი: ჯამპაოლო კალვარეზე
“ატალანტა” – “უდინეზე”
ბერგამო “ატლეტი აძური”
11 დეკემბერი 18:00 საათი
“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, კალდარა, მასიელო; კონტი, გალიარდინი, კესიე, სპინაზოლა; კურტიჩი; პეტანია, გომესი
მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი
“უდინეზე” (4-3-3): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი; ფოფანა, კუმსი, ჰალფრედსონი; მატოსი, ტერო, ძაპატა
მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი
მსაჯი: ფაბიო მარესკა
“ბოლონია” – “ემპოლი”
ბოლონია “რენატო დალ არა”
11 დეკემბერი, 18 საათი
“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; კრაფტი, გასტალდელო, მაიეტა, მასინა; ტაიდერი, ნაგი, დზემაილი; დი ფრანჩესკო, დესტრო, კრეჯჩი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; კოსიჩი, ბელუსკი, კოსტა, პასკუალი; კრუნიჩი, დიოუსე, კროკე; საპონარა; მაკარონე, მარილუნგო
მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო
მსაჯი: მარკო გუიდა
“პალერმო” – “კიევო”
პალერმო “რენცო ბარბერა”
11 დეკემბერი, 18 საათი
“პალერმო” (3-5-1-1): პოსავეჩი; ჩიონეკი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი; რისპოლი, ჰილიერმარკი, იაიალო, ჩოჩევი, ალეეზამი; ქუაისონი; ნესტოროვსკი
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი
“კიევო” (4-3-1-2): სორენტინო; ფრეი, დაინელი, გამბერინი, გობი; კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბირსა; მეჯორინი, ინგლეზე
მწვრთნელი: როლანდო მარანი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“ტორინო” – “იუვენტუსი”
ტურინი, “გრანდე ტორინო”
11 დეკემბერი, 18 საათი
“ტორინო” (4-3-3): ჰარტი; ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა; ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი; იაგო ფალკე, ბელოტი, ლიაიჩი
მწვრთნელი: სინიშა მიჰაილოვიჩი
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო, სტურარო; პიანიჩი; იგუაინი, მანჯუკიჩი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ინტერი” – “ჯენოა”
მილანი, “ჯუზეპე მეაცა”
11 დეკემბერი, 23:45 საათი
“ინტერი” (3-4-3): ჰანდანოვიჩი; დამბროზიო, მირანდა, მურილო; კანდრევა, ბროზოვიჩი, კონდოგბია, ნაგატომო; ედერი, იკარდი, პერიშიჩი
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, ჯენტილეტი; ლაზოვიჩი, რინკონი, ველოსო, ედენილსონი; რიგონი, სიმეონე, ოკამპოსი
მწვრთნელი: ივან იურიჩი
მსაჯი: პაოლო ვალერი
“ფიორენტინა” – “სასუოლო”
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
12 დეკემბერი, 22:00 საათი
“ფიორენტინა” (4-2-3-1): ტატარუშანუ; სალსედო, როდრიგესი, ასტორი, მილიკი; ბადელი, ვალერო; ტელო, ილიჩიჩი, ბერნარდესკი; კალინიჩი
მწვრთნელი: პაილო სოუზა
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაძოლა, ანტეი, აჩერბი, პელიზო; პელეგრინი, მანანელი, მისიროლი; რიკი, დეფრელი, რაგუზა
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
მსაჯი: მიშელ ფაბრი
“რომა” – “მილანი”
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
12 დეკემბერი, 23:59 საათი
“რომა” (3-4-1-2): შჩესნი, რუდიგერი, მანოლასი, ფაციო; პერესი, დე როსი, სტროტმანი, ემერსონი; ნიანგოლანი; პეროტი, ჯეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, ანტონელი; პასალიჩი, ლოკატელი, ბერტოლაჩი; სუსო, ლაპადულა, ნიანგი
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
მსაჯი: პაოლო მაცოლენი