ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2019 წლის ზაფხულში იტალია უმასპინძლებს. ამის შესახებ უეფას ვებგვერდი ოფიციალურად გვამცნობს. აპენინის ნახევარკუნძულზე ევროპის ახალგაზრდული ფორუმი ოთხ ქალაქში გაიმართება. კერძოდ, ბოლონიაში, ჩეზენაში, რეჯიო ემილიასა და უდინეში.
აღსანიშნავია, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატს იტალია პირველად უმასპინძლებს. საერთოდ კი, უეფას ან ფიფას ორგანიზებული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლოს იტალიაში 1990 წელს ჩატარდა, როცა აპენინის ნახევარკუნძულმა მუნდიალს უმასპინძლა.
სხვათა შორის, იტალიის 21-წლამდე ნაკრებს აღნიშნულ ასაკში ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული, 5-ჯერ: 1992, 1994, 1996, 2000 და 2004 წლებში.