ფეხბურთი

14:05 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერმა, ინფანტინო ჩემს ზარებს არ პასუხობსო

ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ჟურნალისტებს შესჩივლა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ამჟამინდელი თავკაცი ჯანი ინფანტინო ჩემს მიმართ უპატივცემულობას იჩენს, არც ჩემს სატელეფონო ზარებს პასუხობს და ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ წერილებსაც უყურადღებოდ ტოვებსო.

“ფიფას პრეზიდენტად მისი არჩევის მერე კარგი ურთიერთობა გვქონდა, ჩემთან სახლშიც იმყოფებოდა. მას ფიფას შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვაცნობე, რომელთა დროულად გადაწყვეტა იყო საჭირო. თანხმობაც მივიღე, მაგრამ ის ამ ყველაფერს დღემდე უყურადღებოდ ტოვებს. ვურეკავ, ელექტრონულ ფოსტაზე ვუგზავნი წერილებს, თუმცა უშედეგოდ...” - წუხს ბლატერი, თუმცა კონკრეტულად რა საკითხების გადაწყვეტას მოითხოვს ინფანტინოსგან, ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

იოზეფ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა, პოსტის დატოვება კი გასულ წელს ორგანიზაციაში აგორებული კორუფციული სკანდალის შემდეგ მოუწია. ამასთანავე, კორუფციული გარიგებების გამო, ფიფას ეთიკის კომიტეტმა 80 წლის შვეიცარიელს ფეხბურთში საქმიანობა 8 წლით აუკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111286