“ფენერბახჩეს” 56 წლის სერბი სპეციალისტი ჟელკო ობრადოვიჩი თურქულ კლუბში კიდევ სამი წელი დარჩება, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სერბი თურქულ კლუბს 2013 წლიდან წვრთნის. ობრადოვიჩი კლუბთან ერთად ევროლიგის ოთხთა ფინალში ორჯერ გავიდა.