“შაპეკოენსეს” ფეხბურთელმა ალან რუშელმა, რომელიც ავიაკატასტროფას გადაურჩა, სიარული დაიწყო. ფეხბურთელის ვიდეო, სადაც ავარიის შემდგომ პირველი ნაბიჯები გადაგდა, რუშელის დამ ალანის ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა.
“მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავს კარგად ვგრძნობ. ცოტა ხანში ბრაზილიაში დავბრუნდები და მკურნალობას იქ გავაგრძელებ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მამხნევებდა და გვერდში მედგა”, - თქვა რუშელმა.
გარდა ამისა, ფეხბურთელის საცოლე ამბობს, რომ ალანს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება სურს:
“მან მითხრა, რომ ფეხბურთის თამაში ისევ სურს. ეს ინფორმაცია კი ყველას მოეწონება”, - განაცხადა მარინა სტორკმა.
ალან რუშელი ერთ-ერთია იმ ხუთი ადამიანიდან, რომელიც ნოემბრის ბოლოს მომხდარ ტრაგედიას გადაურჩა.