უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო, რომელიც ბოლოს "ზუგდიდში" თამაშობდა, თბილისის 'დინამოში" გადავიდა. ამის შესახებ "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტმა ლევან გულორდავამ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.
29 წლის ლიტოვჩენკო უკრაინაში არაერთ გუნდში გამოდიოდა: ხარკოვის "არსენალში", "ჰელიოსში", "ვოლინში", "ოლიმპიკში".
"დინამოს" მთავარი მეკარე ამჟამად ნუკრი რევიშვილია. გუნდშია გიორგი ლომაიაც.