ფეხბურთი

20:48 | 7.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარძალი მოულოდნელად გამოჯანმრთელდა

იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსის” თავს კარგი ამბავია. როგორც იტალიური მედია იტყობინება, გუნდს ნაადრევად გამოუჯანმრთელდა ცენტრალური მცველი ანდრეა ბარძალი, რომელმაც ინდივიდუალური ვარჯიში უკვე დაიწყო. როგორც მასიმილიანო ალეგრიმ დააანონსა, ვეტერანი ფეხბურთელი თამაშს 17 დეკემბერს, “რომას” წინააღმდეგ შეძლებს.

არადა, თავდაპირველი ინფორმაციით, 35 წლის ფეხბურთელს მიმდინარე წელს ვეღარ უნდა ეთამაშა. აღნიშნული ინფორმაცია მითუფრო გასახარია ტურინელთათვის იმის გამოც, რომ დაცვის ხაზში ბევრი ტრამირებული ფეხბურთელი დაუგროვდა და ალეგრის არჩევნის საშუალება აღარ ჰქონდა.

ანდრეა ბარძალიმ ტრავმა ზუსტად ერთი თვის წინ, ვერონას “კიევოსთან” მატჩში მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12415