“დალას მავერიკსის” ავსტრალიელი ცენტრი ენდრიუ ბოგუტი ორი კვირა ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ბოგუტს მუხლის ტრავმა აწუხებს.
მიმდინარე სეზონში ენდრიუ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4 ქულას, 10.3 მოხსნას და 2.2 პასს აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ “დალასს”, ტრავმის გამო, ლიდერი დირკ ნოვიცკიც აკლია, ჯერჯერობით გერმანელის პარკეტზე დაბრუნების თარიღი უცნობია.