კალათბურთი

18:09 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში უესტბრუკი და ანტეტოკუმპო გამოარჩიეს

ნბა-ს კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “ოკლაჰომას ლიდერი რასელ უესტბრუკი და აღმოსავლეთში “მილოუკოს” ბერძენი კალათბურთელი იანის ანტეტკომპო დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გასულ კვირას “მილოუკმა” სამიდან სამი შეხვედრა მოიგო. ანტეტოკუმპო საშუალოდ ერთ შეხვედრაში 24.3 ქულას, 10 მოხსნას, 6.3 პასს და 3.7 ჩაჭრას აკეთებდა.

“ოკლჰომამაც” სამივე შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა. რასელი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 30 ქულას, 16 მოხსნას და 12.3 პასს აგროვებდა.

0.118587