ავიაკატასტროფაში მოყოლილი საფეხბურთო კლუბი “შაპეკოენსე” კოპა სუდამერიკანას გამარჯვებულად გამოცხადდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა სამხრეთ ამერიკის მთავარმა საფეხბურთო ორგანიაზაცია კონმებოლმა.
გარდა გამარჯვებულად გამოცხადებისა, “შაპეკოენსე” 3.5 მილიონ დოლარს მიიღებს და ასევე ადგილს კოპა ლიბერტადორესის ტურნირზე. რაც შეეხება “ატლეტიკო ნასიონალს”, რომელსაც ფინალში უნდა შეხვედროდა, კოლუმბიის გუნდს ვერცხლის მედლები ერგო, 1 მილიონი დოლარი და გარდა ამისა, კონმებოლმა სამართლიანი თამაშის პრიზი გადასცა, სოლიდარული ჟესტისთვის. ლიბერტადორესის თასზე კი, “ატლეტიკო ნასიონალს” ჩემპიონატიდან ისედაც განაღდებული ჰქონდა ადგილი.
აღსანიშნავია, რომ პირველად “შაპეკოენსესთვის” თასის გადაცემის ინიციატივით სწორედ “ატლეტიკო ნასიონალი” გამოვიდა და კონმებოლს თხოვნითაც მიმართა.
შეგახსენებთ, “შაპეკოენსე” კოლუმბიაში ფინალის სათამაშოდ მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავი გაუმართაობის გამო ჩამოვარდა და 76 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 19 ფეხბურთელი.