კალათბურთი

12:16 | 6.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

„კაკტუსს“ ჩლაიძე დაუბრუნდება

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მეორე ტურში ,,კაკტუსის’’ ტრავმირებული კალათბურთელებიდან, შესაძლოა, ირაკლი ჩლაიძე დაუბრუნდეს პარკეტს. ამის შესახებ worldsport. ge-ს ,,კაკტუსის’’ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჩლაიძის გარდა წინა ტურში, ტრავმის გამო ტერიკ ბრიჯმენმა, ოთარ ამონაშვილმა და კირილე ტატუნაშვილმა ვერ ითამაშეს, რომლებიც თანაგუნდელებს ვერც ახლა დაეხმარებიან.

„კაკტუსი“ 6 დეკემბერს, 18:00 საათზე, სპორტის ახალ სასახლეში „მგზავრებს“ დაუპირისპირდება.

0.126595