გაიმართა პირველი ლიგის პლეი-ოფის მეორე ეტაპის პირველი მატჩები. "მერანმა" შინ 2:0 აჯობა "ბორჯომს" და წყვილში ფავორიტია, ხოლო ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე გამართულ შეხვედრაში "სქურმა" და "მეშახტემ" ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს - 0:0. საპასუხო შეხვედრები 9 დეკემბერს გაიმართება.
წყვილში გამარჯვებულები პროლიგა2-ში ითამაშებენ, ხოლო წაგებულები ეროვნულ ლიგა1-ში დაქვეითდებიან.
სქური (წალენჯიხა) - მეშახტე (ტყიბული) 0:0
მერანი (მარტვილი) - ბორჯომი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 საბანაძე (21), 2:0 ჯიქია (85)